ცხელი ხაზი: 292 00 55
31 ივლისს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მრტვილის რაიონის სოფლების - დიდ ჭყონისა და სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ.
სოფლების მცხოვრებლებს გაეწიათ იურიდიული კონსულტაციები მიწის ნაკვეთით სარგებლობისა და რეგისტრაციის, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქულების მინიჭებისა და გასაჩივრების, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთოებების თემებზე.
ადგილობრივები დაინტერესდნენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ჯარიმების, ოჯახში ძალადობის საკითხებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები დიდი ჭყონისა და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში. სალხინოს ადმინისტრაციულ ცენტრში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი.
ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, ადვოკატებმა დარიკო თორდიამ და სალომე ჯანჯღავამ ორივე სოფლის მოსახლეობას სამსახურის საინფორმაციო ბროშურების გადასცეს.