ცხელი ხაზი: 292 00 55
16 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც გახორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობა „ ვაქციოთ კანონი ყვლასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში.
სისხლის სამართლის საქმეს (მკვლელობა) განიხილავდა 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც ადგილობირივი მოსახლეობისაგან შეირჩა. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმეების ნაწილი - იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისაგან შედგებოდა.
იმიტირებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი: დღეს გორში ჩავატარეთ მოძრაობა“ვაქციოთ კანონი ყველსათვის ხელმისაწვდომი“ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა: ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც რეგიონის მოსახლეობა უშუალოდ მონაწილეობდა. სასიამოვნოა, რომ გორელი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და ალბათ, მიზანი მიღწეულია, რადგან პროცესის მონაწილეებს არასდროს მთავარია, ბევრად უფრო მომზადებული შეხვდებიან წინადადებას, თუ მათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში მონაწილეობა შესთავაზეს.“
მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ USAID-PROLoG–ისა და COE-ს მხარდაჭერით ხორციელდება. აქტივობები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება.