ცხელი ხაზი: 292 00 55
აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, მამუკა ზოიძის მიერ წარმოებულ ორ საქმეზე სასამართლომ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
პირველი საქმე ბათუმში მცხოვრებ სოცილურად დაუცველ მოქალაქეს, ო.ბ.-ს ეხებოდა, რომელსაც ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა იგი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ადვოკატის მიერ საქმის მასალების შესწავლისა და ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ბენეფიციარის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი. სასამართლო პროცესებზე სწორად წარმართული დაცვის განხორციელების შედეგად დადგინდა ბრალდებულის უდანაშაულობა და შესაბამისად, ო.ბ. გამართლდა.
მეორე საქმეში, ადვოკატ მამუკა ზოიძის დაცვის ქვეშ მყოფ კ.ნ.-ს ქურდობაში ედებოდა ბრალი. პროკურატურა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებდა. თუმცა საზოგადოებრივ ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ჩამოყალიბდა დაცვის სტრატეგია, რომლის თანახმადაც კ.ნ.-მ უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ვინდაიდან მის ქმედებაში არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.
სასამართლო განხილვის დროს, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებების საფუძველზე, ბრალდებულის უდანაშაულობა დადგინდა. საბოლოოდ, კ.ნ. გამართლდა.