ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 30 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა და კონსულტანტმა გიორგი თოთაძემ შეხვედრა გამართეს სოფ. მისაქცილის საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსახლეობასთან.
შეკრებილ საზოგადოებას წარედგინა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია, განემარტათ ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, "შემაკავებელი" და "დამცავი" ორდერების მნიშვნელობა, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები.
მისაქციელი მცხოვრებნი დაინტერესდნენ, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
მოქალაქეებს ადგილზე გაეწით კონსულტაცია მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს დარიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.