9 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრა უზბეკეთის დელეგაცია, რომელიც საქართველოში სასწავლო ვიზიტის - ”საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირების” ფარგლებში ესტუმრნენ.

დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ უზბეკეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სტრატეგიული და ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რეგიონული სასამართლოების  და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო „უფასო იურიდიული დახმარების მექანიზმები საქართველოში“.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა უზბეკეთის წარმომადგენელებს საქართველოში მოქმედი, სახელმწიოფოს მიერ დაფინანსებული, უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო. მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სტრუქტურის, მანდატის,  სერვისების შესახებ. პრეზენტაციაში ასევე წარმოდგენილი იყო დახმარების მიმღები ბენეფიციარების კრიტერიუმები და გაწეული უფასო დახმარების დეტალური სტატისტიკა და ა.შ.

უზბეკი მოსამართლეების შეკითხვები შეეხებოდა საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართულობას სასამართლო პროცესებში, სავალდებულო დაცვის შემთხვევებს და ა.შ. სამსახურის წარმომადგნელებმა სტუმრებს ამომწურავი პასუხები გასცეს და იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე პროექტებიც გააცნეს.