2019 წლის 23 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის  ბიუროს ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა და კონსულტანტმა ირინე ბარბაქაძემ შეხვედრა გამართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძეგვის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩატარდა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული თემატიკის პრეზენტაცია, განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, "შემაკავებელი" და "დამცავი" ორდერის მნიშვნელობა, თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები. მოსახლეობას განემარტა თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ძალადობის მსხვერპლებს. მოქალაქეებს ადგილზე გაეწით კონსულტაცია მათთვის საინტერესო სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან, მათ შორის, მიწის რეგისტრაციასთან,  უძრავ ქონებასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაურიგდათ იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.