ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახური „არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ ფარგლებში სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავს.
15 ნოემბერს, სამსახურის იურისტებმა, ანა კვანტალიანმა და ნანო ვაჭარაძემ თბილისის 69-ე საჯარო სკოლაში არასრულწლოვანთა უფლებების საკითხებზე პრეზენტაცია გამართეს. მომხსენებლებმა ისაუბრეს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებზე, ბულინგზე, ტოლერანტობასა და ინკლუზიურ განათლებაზე.
მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია შრომითი უფლებებისა და ბულინგის საკითხებმა.
სკოლის მოსწავლეებმა იურიდიული დახმარების სამსახურთან მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და შემდეგი შეხვედრის თემაც თავად განსაზღვრეს. დეკემბრის თვეში სამსახურის იურისტები 69-ე საჯარო სკოლაში თანასწორობის საკითხზე ისაუბრებენ.