2019 წლის მარტის თვეში სირიის მოქალაქეების, დედისა და სამი მცირეწლოვანი შვილის წარმომადგენელმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს.

ბენეფიციარებმა განაცხადეს, რომ ცხოვრობდნენ სირიაში, ქალაქ ალეპოში, სადაც ჰქონდათ სურსათის მაღაზია. ტერორისტული დაჯგუფება "აი-სი-სის" წევრებმა ააფეთქეს მათი საცხოვრებელი სახლი და მაღაზია. ისინი ამასთნავე არიან მართმადიდებელი ქრისტიანები და ამ კუთხითაც, თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში, ოჯახის  წევრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა .

2019 წლის მარტის  თვეში სირიის მოქალაქეებმა, სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართეს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს. ბენეფიციარებმა განაცხადეს, რომ ცხოვრობდნენ სირიაში, ქალაქ ალეპოში, სადაც ჰქონდათ სურსათის მაღაზია. ტერორისტული დაჯგუფება "აი-სი-სის" წევრებმა ააფეთქეს მათი საცხოვრებელი სახლი და მაღაზია. ისინი ამასთნავე არიან მართმადიდებელი ქრისტიანები და ამ კუთხითაც, თავიანთი წარმოშობის ქვეყანაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი გარემოებების გამო,  ფ.მ. შვილებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინათ სირია და  საცხოვრებლად წასულიყო საუდის არაბეთში.  აქ ისინი ასევე გახდნენ რელიგიური მრწამსის გამო დევნისა და შევიწროების მსხვერპლნი და  იძულებული გახდნენ  საუდის არაბეთიც დაეტოვებინათ.

სირიელმა ოჯახმა წარმოშობის ქვეყნიდან იძულებით გადაადგილების შედგომ თავშესაფრის მონიჭების თხოვნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც ოჯახს უარი უთხრა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს  ადვოკატმა გიორგი შერმადინმა დასაცავ პირებს მოუმზადა სარჩელი და გაუწია წარმომადგენლობა სასამართლოში. საზოგადოებრივი ადვოკატი ითხოვდა სადავო ინდივიდუალური აქტის ბათილობას და მოპასუხის დავალდებულებას -  ახალი აქტის გამოცემით დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის ინტერესები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ი.-ს, ფ.მ.-ს, მ.ი.-ს და გ.ი.-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შეტყობინება და დაევალა მიგრაციის დეპარტამენტს,  საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდ. აქტი  სადავო საკითხთან დაკავშირებით.