ცივილიზებული მსოფლიო10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, უკვე 52 წელი გავიდა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.

იურიდიული დახმარების სამსახური სოლიდარულია მსოფლიო ყველა უფლებადამცვილის მიმართ და უერთდება ადამანის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღის სულისკვეთებას, ვინაიდან ჩვენი ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაც ადამიანის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი  უფლების  - დაცვის უფლების განხორციელება

ჩვენი ამოცანაა დროულად და ეფექტურად უზრუნველვყოთ სამართლებრივი დახმარების გაწევა ადამიანებისათვის, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება და არ აქვს შესაბაისი სერვისით სარგებლობის საშუალება.

წლიდან წლამდე ათეულ ათასობით იზრდება იმ  ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით ისარგებლეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გაწეული მომსახურების ხარისხი იყოს რაც შეიძლება მაღალი და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

გვნიდა ყველა უფლებადამცველს მივულოცოთ ადამიანის უფლებათა დაცვის  საერთაშორისო დღე და წარმატება ვუსურვოთ პროფესიულ საქმიანობაში.