დღეს, 22 აპრილს გაიმართა შეხვედრა თეთრიწყაროში. ერთნიკური უმცირესობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა სერვისების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა და მოსახლეობის კითხვებზე პასუხი გასცა იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტმა თათია სოსელიამ და ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა PITA - ს წარმომადგენელმა ერნა შკოიანმა წარადგინა პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. 

პროექტი ხორციელდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ერთობლივად. საინფორმაციო კამპანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მხარდაჭერიალია PITA-ს და UNAG -ის მიერ.