26 აპრილს, დმანისის მოსახლეობასთან გამართულ ონლაინ-შეხვედრაში, რომელიც  USAID –ProLog-is, PITA-ს და UNAG -ის მიერ  არის მხარდაჭერილი და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, პრეზენტაცია წარადგინეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც წინასწარ გადამზადდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების მიერ. 
შეხვედრაში მონაწილეობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიტი თათია სოსელია.

საინფორმციო კამპანია სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივად ხორციელდება.