ცხელი ხაზი: 292 00 55
16 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, მესტიის მაგისტრატი სასამართლოს დარბაზში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამარლო პროცესი ჩატარდა.
პროცესზე განიხილებოდა სისხლის სამართლის საქმე - განზრახ მკვლელობა. ბრალდებისა და დაცვის მხარეს წარმოადგენდნენ ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები, ხოლო მოსამართლის ფუნქცია შეასრულა მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა.
ნაფიცი მსაჯულები, რომლებმაც „ბრალდებულს“ საბოლოო ვერდიქტი გამოუტანეს, მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მცხოვრები ადამიანები იყვნენ. მათ ნაწილს არაერთგზის მიუღია მონაწილეობა სვანური მართლმსაჯულების პროცესში, როცა დაპირისპირებული მხარეების მორიგება უხუცესებისა და მახვშის დახმარებით ხორციელდება. თუმცა იმიტირებული სასამართლო პროცესი „მსაჯულებისთვის“ მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.
პროცესის დაწყებამდე პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს ჩაუტარდა კოვიდ-ტესტი. ყველა პასუხი იყო უარყოფითი.
აღნიშნული პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-PROLoG–ისა და ევროპის COE-ს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება