მიმდინარე წლის 24-26 სექტემბერს სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“ „ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოს (OHCHR)” და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს ბენჩ-ბარს თემაზე „წამების აკრძალვა“. მისი მიზანია გამოიკვეთოს აქტუალური საკითხები წამებასთან მიმართებით. 

ბენჩ-ბარი მსგავსი ფორმატით იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით იმართება პირველად. ბენჩ-ბარი გახლავთ სამუშაო ფორმატის შეხვედრა, რომლის მიზანია უწყებებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. 

პროექტში მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სასამართლო.

სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“ მადლობას უხდის ყველა მონაწილე მხარეს აქტიური ჩართულობისა და თანადგომისთვის.