6 ოქტომბერს ქედაში, მაგისტრი სასამართლოს დარბაზში ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც ორგანიზებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში.

„ნაფიცი მსაჯულები“ ქედის მოსახლეობისაგან დაკომპლექტდა, ხოლო ბრალდების მხარეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს, ხოლო დაცვის მხარეს კი - ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები წარმოადგენდნენ. 

სასამართლო განიხილავდა  ტერორიზმში ეჭვმიტანილის წამების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის საქმეს, რომელმაც აღკვეთა ტერორისტული აქტი და სკოლის შენობა აფეთქებას გადაარჩინა.

ქედელებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს პროცესის ორივე მხარეს, არგუმენტირებულად იმსჯელეს და რამდენიმე განსხვავებული აზრის მიუხედავად, ბრალდებულის გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ქედაში ჩატარებული იმიტირებული სასამართლო პროცესი იყო რიგით მერვე და ის, როგორც მთლიანი საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს COE-ს მიერ.