ტრენინგი თემაზე „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ლგბტქ ადამიანების საჭიროებები“ ჩატარდა წინანდალში, მიმდინარე წლის 16-17 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის (WISG) მიერ და მას უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები - ეკატერინე აღდგომელაშვილი და ქეთი ბახტაძე.

ტრენინგს ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები და კონსულტანტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები