2022 წლის 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მონაწილეობდნენ ტრენერთა ტრენინგში სახელწოდებით - "სექსუალური ძალადობის საკითხები ადვოკატებისთვის". ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის,(UN WOMEN), შვედეთის მთავრობის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტრენინგის პროგრამის მიზანია პრაქტიკოსმა ადვოკატებმა გაიღრმაონ ცოდნა სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით მოქმედი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის, საერთაშორისო სისხლის სამართლის და სხვადასხვა ქვეყნის და თანამედროვე პრაქტიკის თაობაზე და მიიღონ საჭირო მასალები და მეთოდოლოგია აღნიშნულ საკითხზე პროფესიონალებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად.

ტრენინგი ეფუძნება სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს, რომელიც მომზადდა გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის (UNJP) ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“