2023 წლის  11 ნოემბერს, ბათუმში,USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ის მხარდაჭერით, პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები”.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ნინო ელბაქიძე. მან პარალეგალებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საერთაშორისო სტანდარტები და დაცვის მექანიზმები.ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით. 

შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი“ ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში“.