ცხელი ხაზი: 292 00 55
14 ივნისს, მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ალუდა ბუჩუკური და კონსულტანტი ირინა ბარბაქაძე მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარქუშაანში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყოს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.
ქარქუშაანი კონფლიქტისპირა ზონის მიმდებარე სოფელია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების, სოციალური დახმარების პაკეტების და მიწის რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული საკითხების გარდა, ადვოკატები სოფლის მცხოვრებლებს ასევე ესაუბრნენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, შრომის კოდექსით გათვალისწინებული საქმეების შესახებ.