.2024 წლის 25 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა მონაწილეობა მიიღო კახეთის მასშტაბით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დუისსა და ჯოყოლოში გაიმართა.

ალექსი ტუსნიაშვილმა ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. გააცნო სამსახურის ვებგვერდი და უფასო იურიდიული დახმარების მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია. დაინტერესებულ პირებს გაუწია  სამართლებრივი კონსულტაციები. მოსახლეობას დაურიგდა სამსახურის ბუკლეტები.