ცხელი ხაზი: 292 00 55
10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანი იყო ახალი საარჩევნო რეფორმების, მათ შორის, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა.
პრეზენტაციის დროს იურისტებმა ცესკოს წარმომადგენლებს დაუსვეს შეკითხვები, როგორც უშუალოდ რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო სფეროდან, ასევე, იმ კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევებთან.
შეხვედრის ბოლოს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩატარდა იმიტირებული არჩევნები, რომელშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა.