სოფიო ჩირგაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2016 წლიდან მუშაობს. 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ეწევა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2004-2010 წლებში მუშაობდა შპს ,,ტელეკომპანია მზე“-ს იურისტის თანამდებობაზე. 2011-2012 წლებში იყო შპს ,,ტელეკომპანია პიკ“-ის იურისტი.

სოფიო ჩირგაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2017 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

სოფიო ჩირგაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.