8 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატებმა, ქალთა უფლებების საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალსოფელსა და მოხისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან.  შეხვედრები დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, დევნილებს განემარტათ ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ასევე – ქალთა უფლებები. ქალთა უფლებებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საკუთრების უფლება, საოჯახო ურთიერთობები, ადრეული ქორწინება, შრომის უფლება, ოჯახში ძალადობის ფორმები, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და სხვა.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.