ცხელი ხაზი: 292 00 55
13 ივლისს იურიდიული დახმარების მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობასთან. შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს, ასევე სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. მოქალაქეებს ძირითადად მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის, სამკვიდროს მიღების და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხები აინტერესებდათ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად აწყობენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.