2017 წლის 16 ნოემბერს რადიო „ოდიში+“–ის ეთერში  გადაცემაში „დევნილთა უფლებები“, მოწვეული იყოიურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია, თემა–უფასო იურიდიული დახმარების სერვისი. გადაცემა განხორციელდა “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ მიერ LAG-კონსორციუმის ფარგლებში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. გადაცემა მიჰყავდა სამართლებრივი ინსტიტუტის წარმომადგენელს, იურისტ რუსუდან პაჭკორიას.

როგორც ცნობილია, სამეგრელოში თავმოყრილია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ისინი ხშირად მიმართავენ  ზუგდიდის ბიუროს ადვოკატებს უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად. 

ბიუროს უფროსმა  რომან კეიდიამ ისაუბრა როგორც დევნილების, ასევე მოსახლეობის სხვა სოციალური ჯგუფების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ და სარგებლობენ კიდეც  იურიდიული დახმარების სამსახურის სხვადასხვა სერვისით. იხილეთ აუდიოჩანაწერი:    http://www.legalaid.ge/files/1/_________________________________________________16_11_17____.mp3