ცხელი ხაზი: 292 00 55
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროში როზეტა ზარქუა 2007 წლიდან მუშაობდა კონსულტანტის თანამდებობაზე, ხოლო 2008 წლიდან დღემდე მუშაობს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის თანამდებობაზე.
2016 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2010 წელს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და არის სსიპ ადვოკტთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2011–2012 წლებში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამაში ,,სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროების მეშვეობით’’იურისტ–კონსულტანტის პოზიციაზე.
როზეტა ზარქუას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგები, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“.
როზეტა ზარქუას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე ჰქონია, მათ შორის გამამართლებელი განაჩენები, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
2015 –2016 წელს სსიპ ,, იურიდიული დახმარების სამსახური’’–ს დირექტორის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის გამოეცხადა მადლობა.
2017 წლის ოქტომბრიდან როზეტა ზარქუა გადაყვანილ იქნა ამავე სამსახურის ზუგდიდის ბიუროში ადვოკატად.
როზეტა ზარქუას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.