19 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატები გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს და  სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც იურიდიული დახმარების სამსახურის პოპულარიზაციას ემსახურება.