ცხელი ხაზი: 292 00 55
20 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს შრომითი ურთიერთობების, სესხის, თავდებობის, უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ. გამგეობის თანამშრომლები იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნენ.
იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.