1 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა ჭიათურის მოსახლეობასთან გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.