დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნის საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ეწვივნენ.

ახალგაზრდები საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის სპეციფიკას მათსავე სამუშაო ადგილზე გაეცნენ. მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებისა და ამ სისტემაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილისა რა როლის შესახებ.

იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს მოსწავლეებთან, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.