ცხელი ხაზი: 292 00 55
10 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს იურისტები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრის ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და მომსახურების სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს მოსახლეობის სამართლებრივ საჭიროებებზე.
შეხვედრების მიზანია, თვითმმართველობის მუშაკთა ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბენეფიციართა გადამისამართების პროცესში. აღნიშნული გულისხმობს სამართლებრივი საჭიროებების მქონე მოქალაქეთა გადამისართებას იურიდიული დახმარების ბიუროებში.