16 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თელავის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში და ახმეტის რაიონის სამ სოფელში – ოჟიოში, ალავერდსა და ქვემო ალვანში.

შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას  იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების  სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.