ცხელი ხაზი: 292 00 55
ახალციხის იურიდიული დახმარების ბიურო ამოქმედდა 2010 წლის იანვარში გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს.
ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულია 6 საზოგადოებრივი ადვოკატი, 1 კონსულტანტი და 1 სპეციალისტი. ბიუროს ხელმძღვანელობს დავით ზარიძე.