ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა 2023 წლის 7 ივლისს.
ბიუროში დასაქმებული ადვოკატები მუშაობენ შემდეგი მიმართულებით: სისხლის სამართალი - საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძვლით შემოსული საქმეები; მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა საქმეები; განაჩენის აღსრულების ეტაპზე შემოსული საქმეები;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი - თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირის სტატუსის
მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით შემოსული საქმეები; არასრულწლოვანის მშობლისგან განცალკევებასთან, ნახვის დღეების განსაზღვრასთან, მინდობით აღზრდასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავები; არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების/ვადის გაგრძელების შესახებ შემოსული საქმეები; სამედიცინო დავები; შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად
შემოსული საქმეები.
ბიუროს ხელმძღვანელობს თეონა კვერნაძე