Top
ონლაინ დახმარება

 

გაიმართა შეხვედრა მედიაციის საკითხებზე

 

31 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოდერაცია გაუწია სამუშაო შეხვედრას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურში მედიაციის დანერგვის საკითხებს მოიცავდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველი ირაკლი გელოვანი, იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრი, ექსპერტი  სოფიო ჩაჩავა და სამსახურის ადმინისტრაციის  წარმომადგენლები. პროცესში დისტანციურად ჩაერთო საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი. 

ს. ჩაჩავას მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია ეძღვნებოდა მედიაციის როლს ქართულ რეალობაში და  იურიდიული დახმარების სამსახურში  მედიაციის პროცესის დანერგვას. 

დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე სამართალწარმოების პროცესში და იმ თავისებურებებზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იურიდიული დახმარების სამსახურში მედიაციის მექანიზმების დანერგვის დროს. გადაწყდა, რომ ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრები კვლავ გაიმართება.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.