Top
ონლაინ დახმარება

 

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფლებს - ეკის და ზანას ესტუმრა

5 აპრილს იურიიდული დახმარების სამსახურის ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელებს ეკის და ზანას  ესტუმრნენ. ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ  მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. ასევე აღნიშნა სენაკის საკონსულტაციო ცენტრის  შესახებ, სადაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში  შეუძლიათ მიიღონ  იურიდიული მომსახურება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა და მოსახლეობას კონსულტაცია გაუწია სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე-ძიძავამ.  ეკისა და ზანის მოსახლეობას მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ  და ადვოკატმა ზაზა კვირკველიამ. 

 მობილურ საკონსულტაციო ცენტრში სამართლებრივი დოკუმენტები მომზადდა შშმ პირისათვის, რომელმაც იქვე დაწერა განცხადება ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით,  რაც დროულად იქნა დაკმაყოფილებული.

მოსახლეობას  ძირითად აინტერებდა  მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები,  მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობები, სესხების ხანდაზმულობის ვადები და სხვა პირობებო.  შეხვედრის ბოლოს დარიგდა  ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი " და სხვა საინფორმაციო მასალა.