Top
ონლაინ დახმარება

 

ანონსი: იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა – 02.12.16

იურიდიული დახმარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 2 დეკემბერს, 15:30 საათზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ოფისში (მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. №14).

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

•    საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა;
•    საგამონაკლისო კრიტერიუმებში ცვლილების შეტანა და მათი გაფართოება;
•    რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატის ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესში ცვლილების შეტანა;
•    სხვადასხვა საკითხების მიმოხილვა;

"იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს სხდომის დახურვას.