Top
ონლაინ დახმარება

გიორგი ჭვინაშვილი

სისხლის სამართლის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი.

გიორგი ჭვინაშვილს იურისტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 1997-2007 წლებში იგი, ქალაქ რუსთავში, კერძო საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა. 2007 წლიდან კი გახდა იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ხელმძღვანელი.

2010 წლიდან გიორგი ჭვინაშვილმა საქმიანობა განაგრძო იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში, სადაც ჯერ იურისტის პოზიცია, ხოლო 2014 წლიდან - სამმართველოს უფროსის თანამდებობა დაიკავა.

როგორც მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსი, გიორგი ჭვინაშვილი აქტიურად არის ჩართული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვაში, ასევე, იურიდიული დახმარების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში.

გიორგი ჭვინაშვილს გავლილი აქვს ათობით პროფესიული ტრენინგი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში, მათ შორის, ტრენერთა ტრენინგები ადვოკატთა პროფესიული ეთიკის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ტრეფიკინგის, საპროცესო შეთანხმების, არანებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებისა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებზე.

გიორგი ჭვინაშვილი პერიოდულად ატარებს ტრენინგებს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, ასევე – იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისა და სტაჟიორებისათვის.