ნინო მელაძე
დირექტორის პირველი მოადგილე
ნინო მელაძე საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2019 წლიდან.
2018 წელს იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში დავების ალტერნატიურლი გადაწყვეტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2017-2019 წლებში იყო შპს "სამართლებრივი და ფინანსური კონსალტინგი - მეტრიკა"-ს, იურისტი.
ნინო მელაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი 2013-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი, 2008-2012 წლებში ეკავა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა, ხოლო 2007-2008 წლებში კი იგი სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის მდივანი იყო.
ნინო მელაძემ 2007 წელს დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2013 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა - იუსტიციის მსმენელთა სასწავლო კურსი. 2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო, ხოლო 2007 წელს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდები.
დირექტორის პირველ მოადგილეს გავლილი აქვს არაერთი სტაჟირება და პროფესიული გადამზადების ტრენინგი როგორც საქართველოში, საზღვარგარეთ; მუშაობდა სხვადასხვა საკანომდებლო თემაზე, როგორც ექსპერტი, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები.
ნინო მელაძე იურიდიული დახმარების სამსახურში უშუალოდ ხელმძღვანელობს ინსტიტუციურ რეფორმებს და სამსახურის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროექტებს.