იურიდიული დახმარების სამსახურში საზოგადოებრივი ადვოკატის თანამდებობაზე დასასაქმებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს იურისტად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ფლობდეს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას (შესაბამისი სპეციალიზაციით).
იურიდიული დახმარების სამსახურში საზოგადოებრივი ადვოკატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. დაინტერესებულმა პირებმა თვალი უნდა ადევნონ აღნიშნულ საიტს და კონკურსის გამოცხადების შემდეგ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა გამოგზავნონ მხოლოდ ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა.
კონკურსის ეტაპებია:
ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) კანდიდატის შეფასება, რომელიც მოიცავს:
- წერითი ან/და ზეპირი დავალებას;
- გასაუბრებას;
გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.
იურიდიული დახმარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!