Top
ონლაინ დახმარება

ცირა გამცემლიძე

სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის სამმართველოს იურისტი.

ცირა გამცემლიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2008 წლიდან მუშაობს. 2014 წლის ოქტომბრიდან იგი იკავებს მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს იურისტის თანამდებობას. 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ცირა გამცემლიძე ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროებში ეწეოდა სპეციალისტის, კონსულტანტის და საადვოკატო საქმიანობას, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ცირა გამცემლიძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.

ცირა გამცემლიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, ტრენერთა ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები, ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში, ლტოლვილთა სამართალში, საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტებში, ადმინისტრაციულ სამართალში. იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, ცირა გამცემლიძე პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები, ლტოლვილთა სამართალი, საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები და სხვა.

ცირა გამცემლიძე დაოჯახებულია.