Top
ონლაინ დახმარება

მაია ხუციშვილი

სპეცილიზებულ საქმეთა ხარისხის შეფასების სამმართველოს უფროსი 

მაია ხუციშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობს. მის მოვალეობაში შედის იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულს საქმეთა ბიუროს ადვოკატთა მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების საკითხები. მანამდე იგი მუშოაბდა სისხლსი სამართლის საქმეთა მონიტორინგის სამმართველოს იურისტად.

2007 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. საიაში მისი მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გახმაურებული - ე.წ. „პოლიტიკური ნიშნით“ დაკავებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეები.

მაია ხუციშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. ასევე, არის საიას გამოცემების, „სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების“ თანაავტორი.

მაია ხუციშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასამართლო ადვოკატირების უნარ-ჩვევები; ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები, ასევე, სისხლის სამართლის პროცესი.