Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ადვოკატის დანიშვნის პროცედურა

ადვოკატის საჭიროების შემთხვევაში, პირს შეუძლია ადვოკატის დანიშვნის თხოვნით მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს. მიმართვა შეიძლება განხორციელდეს როგორც პირადად, ასევე, ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. ამისთვის აუცილებელია დაინტერესებული პირი მიბრძანდეს იურიდიული დახმარების სასურველ ბიუროში ან საკონსულტაციო ცენტრში.

მიმართვა ადვოკატის დანიშვნის შესახებ დგება წერილობითი ფორმით და იგი იწერება იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის ან საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტის სახელზე. მნიშვნელოვანია, რომ მიმართვაში მიეთითოს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, რითაც დადასტურდება, რომ პირს არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება და სწორედ ამის გამო ითხოვს საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას.

  • თუ მიმართვა აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მაშინ საზოგადოებრივი ადვოკატი დაინიშნება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუმცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ადვოკატი დაინიშნოს დაუყოვნებლივ.
  • თუ მიმართვა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ მიიღება გადაწყვეტილება ადვოკატის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული. იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი – სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.