Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ოფისები

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო 2005 წლის ივლისიდან მოქმედებს. ბიურო, სადაც სამართლებრივი დახმარების ახალი სისტემის პილოტირება დაიწყო, “საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის” პროექტის ფარგლებში, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” დახმარებით ჩამოყალიბდა. 

ბიუროში დასაქმებულია 39 საზოგადოებრივი ადვოკატი, 4 კონსულტანტი და 1 სპეციალისტი. ბიუროს ხელმძრღვანელობს სულხან კომახიძე.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეშვიდე წელია, თბილისის ბიუროს ბაზაზე იურიდიული კლინიკის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში პრაქტიკას სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის სტუდენტები გადიან. 

 


საკონტაქტო ინფორმაცია