Top
ონლაინ დახმარება

 

ბათუმში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

2024 წლის 23-27 სექტემბერს, ბათუმში, იურიდული დახმარების სამსახურის და ამერიკის  შეერთებული შტატების საელჩოს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასიციაციის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენერთა ტრენინგი თემაზე -ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები. 

ტრენერთა ტრენინგში  მონაწილეობა  მიიღეს  იმ  ადვოკატებმა,  რომლებმაც  გაიარეს  საბაზისო  და შუალედური  ტრენინგები  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში.  ასევე მათ  მონაწილეობა აქვთ მიღებული არაერთ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტსა და ტრენინგ-კურსში. 

ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდგომ მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში. 

ტრენერთა ტრენინგის კურსს უძღვებოდნენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტები სისხლის სამართლის მიმართულებით.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერას ნაფიც მსაჯულთა  სასამართლო  ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით.