29 ოქტომბერს, ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა თეა ჯანგიანმა და ადვოკატმა მიხეილ ხუსკივაძემ შეხვედრა გამართეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეებთან.
იურისტებმა არასრულწლოვანებს მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ბავშვის უფლებების დაცვის კოდექსის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგის და ტოლერანტობის საკითხების შესახებ.
მოსწავლეებმა იურისტებს არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს. შეხვედრა სამთავრობო ვალდებულებების ფარგლებში ჩატარდა.