Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან

23 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაცია მიიღო.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

საინფორმაციო შეხვედრააჭარის იურიდიული დახმარების ბიურო