Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხელვაჩაურელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

10 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები".

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტურ მექანიზმზე, გენდერული თანასწორობის დაცვის გარანტიების შესახებ, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებზე. აღნიშნულის შესახებ მიმოხილვა გაკეთდა სტრანსბურგის სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. ტრენინგზე ახალგაზრდებმა შეასრულეს ინდივიდუალური და გუნდური სავარჯიშოები. 

საინფორმაციო ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 40 ახალგაზრდა დაესწრო.