Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში

25 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.