Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხელვაჩაურელი ახალგაზრდები არასრულწლოვანთა უფლებებს გაეცნენ

28 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსმა, იამზე ზანდარაძემ, ხელვაჩაურის გამგეობის ახალაგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისათვის გამართა სემინარი, თემაზე – არასრულწლოვანი და პასუხისმგებლობა.

იამზე ზანდარაძემ ახალგაზრდებს არასრულწლოვანთა უფლებები და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახლად ამოქმედებულ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც არასრულწლოვანთა საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის სპეციალურ სტანდარტებს აწესებს.

სემინარი ინტერაქტიული რეჟიმით წარიმართა და ახალგაზრდებს თავიანთთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.