Top

ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ახალქალაქში გაფართოებული შეხვედრა შედგა

დღეს, 24 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი ახალქალაქს ესტუმრა და მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაფართოებული სახის შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან, ადმინისტრაციასთან, სოფლების რწმუნებულებთან, სკოლების დირექტორებთან, სოციალური სამსახურების, პროკურატურის და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებთან.

რაჟდენ კუპრაშვლმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სისტემა, წარადგინა ახლაქალაქის საკონსულტაციო ცენტრის ახალდანიშნული იურისტ კონსულტანტი ინგა გვარამაძე, ვრცლად ისაუბრა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობებზე, რეგიონის მოახლეობისათვის აქტუალურ სამართლებრივ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, მიწების რეგისტრაცია, მოქალაქეობის მიღების პრობლემები, მემკვიდრეობა, ბანკებთნ ურთიერთობა და სხვა.

ახალქალაქის პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილ ოსიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე სისხლის სამართალწაროებაში უმნიშვნელოვანესია იურიიდული დახმარების სამსახურის როლი და საქმეთა თითქმის 80 %-ს საზოგადოებრივი ადვოკატები უძღვებიან, ამიტომ მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა უწყება მიესალმება იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერებას.

დამსწრე საზოგადოების წარმოამდგენლებმა დასვეს კითხვები, რაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება რეგიონის მიმართ გამოჩენილი ყურადღების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური თანაშრომლობისთვის მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის ცნობადობის გაზრდის საქმეში.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა 2010 წლის სექტემბერში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ცენტრში დასაქმებულია 1 კონსულტანტი, რომელიც ემსახურება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს.